background
kaen
შესვლადაწყება

შექმენით თქვენი ოცნების პროექტები


DeveMind.com თქვენი პროექტის განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასვლის გზაა.
პროექტის დაგეგმვა და მენეჯმენტი
  • პროექტის გუნდებისა და გეგმების შექმნა.
  • დიაგრამები და გრაფიკები.
  • დოკუმენტაციები და რელიზები.
დავალებების მართვის სისტემა
  • დავალების შექმნა და მიბმა.
  • დავალების პროგრესის მონიტორინგი.
  • დავალების შეფასება და რეიტინგი.
გუნდის კოლაბორაცია და პერფორმანსი
  • პერფორმანსზე დაფუძნებული Payroll.
  • პროექტის გუნდის პერფორმანსის ანალიტიკა.
  • ინფორმაციული დაფა პროექტის მონიტორინგისთვის.
სცადე 7-დღე უფასოდ

დაიწყეთ თქვენი პროექტების
მართვა დღესვე

პროექტის გეგმები

გეგმების გვერდი DeveMind.com -ზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერი ციფრული პროექტის ან დისტანციურად კონტროლირებადი პროცესის წარმატებით შესრულებაში.

გეგმების ხელსაწყო ხელს გიწყობთ პროექტის ძირითადი მიზნების და თემების განსაზღვრასა და ვიზუალიზაციაში, მათ შესასრულებლად საჭირო დავალებებთან და დავალებების წარმატებისათვის საჭირო ნაბიჯებთან ერთად.

მომხმარებლებს შეუძლიათ დაავალონ დაგეგმილი დავალებები გუნდის წევრებს და დააკვირდნენ მათ პროგრესს ერთ ორგანიზებულ გვერდზე.

გეგმების გაზიარება ასევე შესაძლებელია კონკრეტულ გუნდებთან რედაქტირების ნებართვის მინიჭებით. გეგმის რედაქტორი წარმოადგენს სტრუქტურირებულ ინსტრუმენტს პროექტის შემუშავების, ორგანიზებისა და განვითარებისთვის.

დავალებების მართვა

დავალებების გვერდი DeveMind.com -ზე წარმოადგენს დავალებების მართვის სისტემას, რომლითაც მომხმარებლებს შეუძლიათ მართონ და თვალი ადევნონ პროექტების შესახებ გაწერილ დავალებებს.

მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან პირადი დავალებები, მიიღონ დავალებები გუნდის წევრებისგან, ან გაწერონ დავალებები სხვა გუნდს წევრებზე.

ამოცანების დამუშავებისას, მომხმარებლებს შეუძლიათ ეტაპობრივად თვალი ადევნონ მათ პროგრესს, რაც უზრუნველყოფს მათ განვითარების გზაზე დარჩენასა და ვადების დაცვას.

დავალებების მართვის სისტემა არის აუცილებელი ინსტრუმენტი პროექტის ეფექტური მენეჯმენტისთვის და კოლაბორაციისთვის.

Payroll

Payroll -ის გვერდი DeveMind.com -ზე შექმნილია გუნდის წევრებისთვის დაგროვილი ანაზღაურების გამოანგარიშებისა და დასადასტურებლად, მათი შესრულებული დავალებების მიხედვით.

იგი მოქმედებს დავალების შეფასებაზე დაფუძნებულ მოდელზე, სადაც ანაზღაურება განისაზღვრება დავალების სირთულითა და დასრულებული დავალების შეფასებით.

მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ჩართონ ანაზღაურების გაანგარიშების პროცესი კონკრეტული გუნდებისთვის, მიუთითონ გუნდში გაწერილი დავალებების 1 ქულის ფასი და ვალუტა.

დავალების დასრულების დროს სტატუსით "შესრულებული" ან "გაუქმებული", დაგროვილი ანაზღაურების ვალუტის კურსი ფიქსირდება დავალების დასრულების მომენტში არსებული ვალუტის კურსების მიხედვით.